14.09.2015

ვისტამედი ჩაერთო სატრენინგო კურსში, რომელსაც ევროკავშირის პროექტის ფარგლებში (EU/UNICRI) დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (დკსჯეც) ახორციელებს.

აღნიშნული სატრენინგო კურსი ტარდება „ბიოლოგიური უსაფრთხოების და ბიოლოგიური დაცვის რისკის მართვა საქართველოსთვის“ პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია: სამედიცინო და ლაბორატორიული პერსონალის ცნობიერების ამაღლება ბიოუსაფრთხოებისა/ბიოდაცვის საკითხებში; ბიოუსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბება და სამომავლოდ ბიოუსაფრთხოების/ბიოდაცვის ეროვნული პოლიტიკის დანერგვა იმ დაწესებულებებისათვის, რომლებიც მუშაობენ ბიოლოგიურ მასალაზე.

კურსს უძღვებიან დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბიოუსაფრთხოების სპეციალისტები საქართველოს ბიოუსაფრთხოების ასოციაციის ექსპერტთან ერთად და მოწვეული ლექტორი ლუიჯი საკოს უნივერსიტეტიდან (მილანი, იტალია).