22.07.2016

რეალურად D ვიტამინი სრულებითაც არ არის ვიტამინი, არამედ იგი წარმოადგენს მძლავრ სტეროიდულ ჰორმონს, რომელიც არეგულირებს 500-ზე მეტი გენის მუშაობას და მონაწილეობს მრავალ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესში. ორსულ ქალებში D ვიტამინის დეფიციტი დაკავშირებულია ისეთ სერიოზულ გართულებებთან, როგორიცაა: პრეეკლამფსია, ნაადრევი მშობიარობა, საკეისრო კვეთა, სპონტანური აბორტი, დაბალი წონის ნაყოფის გაჩენა და გესტაციური დიაბეტის განვითარება. კიდევ უფრო საზიანო შეიძლება იყოს მისი დეფიციტი ნაყოფისთვის და ადრეული ასაკის ბავშვებისთვის. ბავშვებში D ვიტამინის დეფიციტი იწვევს რაქიტს, რაც ყველასთვის ცნობილია. თუმცა ბოლო პერიოდში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა მჭიდრო კავშირი ბავშვობაში D ვიტამინის დეფიციტსა და მოზარდობაში მრავალ მძიმე დაავადებას შორის, როგორიცაა, მაგ., შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, გაფანტული სკლეროზი, ბრონქული ასთმა, აუტიზმი, ალერგიები და სხვ.

ამ პრობლემის შესახებ ვრცელ ინფორმაციას ექიმ ნათია ვაშაყმაძის მიერ მომზადებულ სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ.