• უფასო სტაჟირება ექთან-ფლებოტომისტებისთვის!

    25.06.2018

     
    კლინიკური ლაბორატორია “ვისტამედის” დიდი დიღმის ფილიალი  აცხადებს 10 დღიან, უფასო სტაჟირებას,  ექთან-ფლებოტომისტის  პოზიციაზე. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, საუკეთესო კანდიდატებს შესაძლებლობა ეძლევათ დასაქმდნენ ჩვენს ორგანიზაციაში.
      

     

      სტაჟირების თემატიკა:

    • პაციენტებისთვის სისხლის აღება, როგორც კლინიკაში, ასევე გამოძახებაზე მისვლით
    • კლინიკაში არსებული სტანდარტული პროცედურების დაცვა
    • საანალიზო მასალის უსაფრთხოდ აღება, დამუშავება და ტრანსპორტირება

     

      საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    • ექთნის ან ექთნის თანაშემწის კვალიფიკაცია
    • სასურველია რომელიმე უცხო ენის ცოდნა

     
     

      პიროვნული თვისებები:

    • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
    • გუნდური მუშაობის უნარი
    • დეტალებზე ორიენტირებულობა
    •  

     

      შერჩევის ეტაპები:

    1. მიღებული CV-ების გადარჩევა
    2. გასაუბრება

     
     
    დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელ.მისამართზე: careers@vistamedi.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “სტაჟიორი“