• გუნდი



    მარიამ სებისკვერაძე
    კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ექიმი ლაბორანტი
     
    მარიამ სებისკვერაძე «ვისტამედში» გახსნის დღიდანვე მუშაობს. მან ექიმი-ლაბორანტის სპეციალობით დაამთავრა თბილისის ბიოლოგიური მედიცინისა და ეკოლოგიის ინსტიტუტი, შემდეგ კი სწავლა განაგრძო თერაპიის ეროვნულ ცენტრსა და დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში, გაიარა რეზიდენტურის სრული კურსი ლაბორატორიულ მედიცინაში და მოიპოვა სახელმწიფო სერტიფიკატი.
     
    2007-2008 წლებში მუშაობდა ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექსპრეს-ლაბორატორიაში.
     
    მარიამ სებისკვერაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ კვლევით პროექტში, მათ შორის – WHO/EURO-ს, ამერიკის საერთაშორისო ჯანდაცვის კავშირის (AIHA) და აშშ განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ჩატარებულ საერთაშორისო რანდომიზებულ კვლევებსა და პროგრამებში.
     
     
     
    თეა ზურიკაშვილი
    ლაბორატორიის ოპერაციათა მენეჯერი, ექიმი ლაბორანტი
     
    თეა ზურიკაშვილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ კი სწავლა განაგრძო თბილისის ბიოლოგიური მედიცინისა და ეკოლოგიის ინსტიტუტში, სადაც დაეუფლა ექიმ-ლაბორანტის სპეციალობას. დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში რეზიდენტურის სრული კურსის გავლის შემდეგ მოიპოვა სახელმწიფო სერტიფიკატი ლაბორატორიული მედიცინის დარგში.
     
    2004-2007 წლებში თერაპიის ეროვნულ ცენტრში უმცროს ექიმ-ლაბორანტად მუშაობდა. 2007-2008 წლებში სამედიცინო ცენტრ «მედილუქსის» ექიმი ლაბორანტი იყო. «ვისტამედში» გახსნის დღიდანვე მუშაობს.
    თეა ზურიკაშვილს არაერთ კვლევით პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის – WHO/EURO-ს, ამერიკის საერთაშორისო ჯანდაცვის კავშირის (AIHA) და აშშ განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ჩატარებულ საერთაშორისო რანდომიზებულ კვლევებსა და პროგრამებში.
     
     
     
    თამარ ხუციშვილი
    ლაბორანტი
     
    თამარ ხუციშვილი 2000-2004 წლებში სწავლობდა თბილისის ბიოლოგიური მედიცინისა და ეკოლოგიის ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა ბიოსამედიცინო სპეციალობით და გახდა ლაბორანტი. თამარი ჩვენს გუნდს 2015 წელს შემოურთდა.
     
     
     
    ჯილდა ჭოხონელიძე
    ფრონტ-დესკის ოფიცერი
     
    ჯილდა ჭოხონელიძემ დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი ინგლისური და იტალიური ენების სპეციალობით. 2008-2010 წლებში მუშაობდა იტალიური კულტურის ცენტრში ოფის-მენეჯერის თანამდებობაზე; 2013-2014 წლებში კი სტომატოლოგიურ კლინიკაში ადმინისტრატორის პოზიციაზე.
    2014 წლის დასაწყისში ჯილდა შეუერთდა «ვისტამედის» გუნდს და მუშაობს ფრონტ-დესკ ოფიცრის თანამდებობაზე.
     
     
     
    გიორგი ბასილაია
    ქსელების ადმინისტრატორი
     
    გიორგი ბასილაია 2001-2005 წლებში სწავლობდა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში, რომელიც ფიზიკური ინფორმატიკის სპეციალობით დაამთავრა.
    2011 წელს აიღო Cisco-ს სერტიფიკატი – CCNA Exploration: Network Fundamentals.
    2007 წლიდან დღემდე ინჟინრის თანამდებობაზე მუშაობს რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტში. 2011 წელს მუშაობა დაიწყო ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტში.
    გიორგი ჩვენს გუნდს 2009 წელს შემოუერთდა.
     


    Calendar JS/DOM by derletztekick.com