გლიკოზირებული ჰემოგლობინის ტესტი, (იგივე, რაც გლიკოჰემოგლობინი) მნიშვნელოვანი ანალიზია, რომელიც ძირითადად დიაბეტის უკეთესად გასაკონტროლებლად ინიშნება. ასევე, კვლევა რეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ ხშირი სისხლდენები ან ჰემოლიზური ანემიები, აქვთ ცრუ უარყოფითი შედეგები.

გლიკოზირებული ჰემოგლობინი ფორმირდება ჰემოგლობინის არაფერმენტული გლიკოლიზაციის შედეგად, რაც სისხლში მაღალი გლუკოზის არსებობით არის განპირობებული. ეს პროცესი შეუქცევადია და პირდაპირ კავშირშია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციასთან.

რატომ კეთდება გლიკოზირებული ჰემოგლობინის ტესტი ?

გლიკოზირებული ჰემოგლობინის ტესტი კეთდება დიაბეტიან პაციენტებში მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად.

ანალიზს სპეციალური მომზადება არ სჭირდება. მის გასაკეთებლად საჭიროა ვენური სისხლი.

როგორ ხდება გლიკოზირებული ჰემოგლობინის (HbA1c) ტესტის შედეგების ინტერპრეტირება?

ნორმაში გლიკოზირებული ჰემოგლობინი დიაბეტიან პაციენტებში უნდა იყოს  <7%-ზე, არადიაბეტიან პაციენტებში <5%-ზე.

ტესტის მაღალი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია იყო მაღალი. რაც თავისთავად წარმოადგენს შემდეგი პათოლოგიების განვითარების რისკს:

  • მიოკარდიუმის ინფარქტი
  • დიაბეტური ნეფროფათია
  • დიაბეტური ტერფი
  • დიაბეტური ნეიროპათია
  • პერიფერიული სისხლძარღვების დაზიანება
  • დიაბეტური რეტინოპათია
  • ინსულტი

გლიკოზირებული ჰემოგლობინის პროცენტული მაჩვენებელი შეესაბამება სისხლში გლუკოზის საშუალო კონცენტრაციას ბოლო 4-6 თვის განმავლობაში.

4% HbA1c – 65mg/dL სისხლში საშუალო გლუკოზის კონცენტრაცია

5% HbA1c – 100mg/dL სისხლში საშუალო გლუკოზის კონცენტრაცია

6% HbA1c – 135mg/dL სისხლში საშუალო გლუკოზის კონცენტრაცია

7% HbA1c – 170mg/dL სისხლში საშუალო გლუკოზის კონცენტრაცია

8% HbA1c – 205mg/dL სისხლში საშუალო გლუკოზის კონცენტრაცია

9% HbA1c – 240mg/dL სისხლში საშუალო გლუკოზის კონცენტრაცია

10% HbA1c – 275mg/dL სისხლში საშუალო გლუკოზის კონცენტრაცია

11% HbA1c – 310mg/dL სისხლში საშუალო გლუკოზის კონცენტრაცია

12% HbA1c – 345mg/dL სისხლში საშუალო გლუკოზის კონცენტრაცია