მარიამ სებისკვერაძე
კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ექიმი ლაბორანტი

მარიამ სებისკვერაძე «ვისტამედში» გახსნის დღიდანვე მუშაობს. მან ექიმი-ლაბორანტის სპეციალობით დაამთავრა თბილისის ბიოლოგიური მედიცინისა და ეკოლოგიის ინსტიტუტი, შემდეგ კი სწავლა განაგრძო თერაპიის ეროვნულ ცენტრსა და დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში, გაიარა რეზიდენტურის სრული კურსი ლაბორატორიულ მედიცინაში და მოიპოვა სახელმწიფო სერტიფიკატი.

2007-2008 წლებში მუშაობდა ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექსპრეს-ლაბორატორიაში.

მარიამ სებისკვერაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ კვლევით პროექტში, მათ შორის – WHO/EURO-ს, ამერიკის საერთაშორისო ჯანდაცვის კავშირის (AIHA) და აშშ განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ჩატარებულ საერთაშორისო რანდომიზებულ კვლევებსა და პროგრამებში.

თამარ ხუციშვილი
ლაბორანტი

თამარ ხუციშვილი 2000-2004 წლებში სწავლობდა თბილისის ბიოლოგიური მედიცინისა და ეკოლოგიის ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა ბიოსამედიცინო სპეციალობით და გახდა ლაბორანტი. თამარი ჩვენს გუნდს 2015 წელს შემოურთდა.