👉თრომბოფილია არის ორგანიზმის მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლის შედედების უნარი მომატებულია.
🧬თრომბოფილია უმეტესად გენეტიკურად არის განპირობებული და უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სიმპტომების გამოვლენა ორგანიზმში კოლტების წარმოქმნას უკავშირდება, რის შედეგადაც იმატებს ღრმა ვენების თრომბოზისა და ფილტვის ემბოლიის რისკი. ახალგაზრდა ასაკში მიოკარდიუმის ინფარქტი, ღრმა ვენების თრომბოზი, იშემიური ინსულტი.
👉თრომბოფილიამ შესაძლოა განაპირობოს თრომბოზის განვითარების რისკის გაზრდა ორსულებში, ამიტომ დროული დიაგნოსტირება თავიდან აგვარიდებს ისეთ გართულებებს, როგორებიცაა:
⚠️ ნაადრევად შეწყვეტილი ორსულობები;
⚠️ეკლამფსია/პრეეკლამფსია;
⚠️ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი აცლა; დღენაკლული ახალშობილის დაბადება;
⚠️ ნაყოფის ზრდის შეფერხება და სხვა.
🔍გენეტიკური თრომბოფილიის 6 გენის მუტაციის დიაგნოსტირება ხდება პჯრ მეთოდით.
🔬გამოკვლევა ტარდება შემდეგ გენებზე :
✅FACTOR V LEIDEN (G1691A)
✅FACTOR V (H1299R)
✅FII (G20210A) (PROTHROMBIN)
✅MTHFR (A1298C)
✅MTHFR (C6777T)
✅PAI-1 4G/5G