
🔬✅სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ „ვისტამედი”-ს ლაბორატორიას აკრედიტაცია მიენიჭა სსტ ისო 15189:2022/2023-ის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.
👩🔬✅„ვისტამედი“ მადლობას უხდის ყველა იმ თანამშრომელსა და კონსულტანტს, ვინც თავისი პროფესიონალიზმით და შრომით წვლილი შეიტანა აღნიშნული სტანდარტის დანერგვაში❗
🔹მრავალი წელია, რაც ვისტამედი ჩართულია ხარისხის გარე კონტროლის საერთაშორისო პროგრამებში. 2011 წლიდან მუდმივად ხდება გერმანიაში მოქმედი ბიოანალიზის რეფერალური ინსტიტუტის – RfB (Referenzinstitut für Bioanalytik) მიერ ჩვენი ლაბორატორიული ანალიზების ხარისხის შემოწმება და შესაბამისი სერტიფიკატების მონიჭება.
🔹ვისტამედი ასევე ჩართულია RIQAS-ის (Randox International Quality Assessment Scheme) ხარისხის კონტროლის პროგრამებში.
🔹აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში ჩვენი ლაბორატორია აგრეთვე აქტიურად მონაწილეობდა HumEQAS-ის (HUMAN External Quality Assessment), ESfEQA-ს (გარე ხარისხის კონტროლის ევროპული საზოგადოება) და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC-ის) VITAL-EQA-ს ხარისხის პროგრამებში.