25.06.2018
კლინიკური ლაბორატორია “ვისტამედის” დიდი დიღმის ფილიალი აცხადებს 10 დღიან, უფასო სტაჟირებას, ექთან-ფლებოტომისტის პოზიციაზე. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, საუკეთესო კანდიდატებს შესაძლებლობა ეძლევათ დასაქმდნენ ჩვენს ორგანიზაციაში.
სტაჟირების თემატიკა:
- პაციენტებისთვის სისხლის აღება, როგორც კლინიკაში, ასევე გამოძახებაზე მისვლით
- კლინიკაში არსებული სტანდარტული პროცედურების დაცვა
- საანალიზო მასალის უსაფრთხოდ აღება, დამუშავება და ტრანსპორტირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ექთნის ან ექთნის თანაშემწის კვალიფიკაცია
- სასურველია რომელიმე უცხო ენის ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
შერჩევის ეტაპები:
- მიღებული CV-ების გადარჩევა
- გასაუბრება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელ.მისამართზე: careers@vistamedi.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “სტაჟიორი“