 
		👩⚕️ჩვენი გუნდის წევრმა, ნანო მიქაიამ, ახალგაზრდა მეცნიერებისათვის ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმზე წარადგინა პოსტერ პრეზენტაცია თემაზე  “Implementation of Molecular Markers Targeting Thrombosis-Related Conditions in the Real Clinical Practice”. 
 🧬ნანო უკვე რამდენიმე წელია, რაც ვისტამედის მოლეკულური ლაბორატორიის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს.  პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად, იგი დოქტორანტია და ჩართულია სამეცნიერო აქტივობებში გენეტიკისა და მოლეკულური დიაგნოსტიკის მიმართულებით. 
 🔹ზემოთ აღნიშნული ღონისძიება – „კლინიკური ქიმიისა და ლაბორატორიული მედიცინის მე-3 საერთაშორისო ფორუმი ახალგაზრდა მეცნიერებისთვის“ (IFCC Forum for young scientists) –  დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩატარდა. ფორუმთან ერთად, ასევე გაიმართა კლინიკური ქიმიისა და ლაბორატორიული მედიცინის 26-ე საერთაშორისო კონგრესი (WorldLab2024). 
 🔹ნანოს მიერ წარდგენილი თემის შესახებ აბსტრაქტი გამოქვეყნდა „Clinica Chimica Acta“-ში ( https://bit.ly/3Xgzkhe ), რომელიც არის კლინიკური ქიმიისა და ლაბორატორიული მედიცინის საერთაშორისო რეცენზირებადი ჟურნალი.  
 🔹მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ კოლეგებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ უცხოელი ექსპერტების ლექციები, როგორც ლაბორატორიული მედიცინის სფეროში, ასევე მედიცინის სხვადასხვა დარგის  გამოწვევებისა და სიახლეების შესახებ.




