საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის ორგანიზებით 24 ნოემბერს სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ’’-ის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა „D ვიტამინის საერთაშორისო ვორქშოპი’’,რომელშიც მონაწილეობა მიიღო ლაბორატორია „ვისტამედმა’’.
აღნიშნულ შეხვედრაზე ლექცია წაიკითხა პროფესორმა პოლ ლიფსმა, რომელიც არის ამსტერდამის საუნივერსიტეტო კლინიკის ენდოკრინოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, D ვიტამინისა და ოსტეოპოროზის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტი.
შეხვედრაზე „ვისტამედის’’ ლაბორანტმა- ნანო მიქაიამ, წარადგინა თემა „25(OH) D ვიტამინისა და Ca განსაზღვრის მეთოდოლოგია’’.
“ვისტამედი” მადლობას უხდის კონფერენციის ყველა ორგანიზატორსა და მონაწილეს აქტუალური და საინტერესო შეხვერისათვის.”