ყურადღება❗️
შპს ვისტამედი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კლინიკურ ლაბორატორიაში ექთან-ფლებოტომისტის პოზიციაზე!
პროგრამა განკუთვნილია სამედიცინო განათლების მქონე პირებისთვის და მიზნად ისახავს ფლებოტომიის პრაქტიკული და პროცედურული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
სტაჟიორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
🔹კაპილარული და ვენური სისხლის აღება
🔹სისხლის მასალის ლაბორატორიული კვლევებისთვის მომზადება
🔹წამყვანი სპეციალისტების ასისტირება
სტაჟირების ხანგრძლივობა შეადგენს 10 სამუშაო დღეს და სრულად ფინანსდება ორგანიზაციის მიერ!
სტაჟიორების მიღება წარმოებს გასაუბრება/ტესტირების საფუძველზე.
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორები დასაქმდებიან ორგანიზაციაში შემდეგი პირობებით:
🔹დარიცხული ხელფასი 1500 ლარი + ბონუსები
🔹განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 20 იანვარი.
🔹დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე / CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელ. მისამართზე: careers@vistamedi.ge, და სათაურის ველში მიუთითეთ “სტაჟიორი“ ან მობრძანდით ორშაბათიდან – პარასკევის ჩათვლით 10:00 – 17:00 საათამდე შემდეგ მისამართზე (თან იქონიეთ რეზიუმე):
დიდი დიღომი, რამაზის ქ. N28
ტელ: 032 2 23 04 04 / 032 2 22 47 77
მობ: +995 511 122 388