17.11.2015
“ვისტამედი” გთავაზობთ ახალ ანალიზს – ვიტამინ B9-ს ანუ ფოლიუმის მჟავის განსაზღვრას!
ფოლიუმის მჟავა აუცილებელია დნმ-ის სინთეზისთვის. ორსულებს იგი ჩვეულებრივზე მეტი რაოდენობით სჭირდებათ – ფოლიუმის მჟავის ნაკლებობამ ნაყოფში ნერვული სისტემის დეფექტები შეიძლება გამოიწვიოს. ვიტამინი B9 ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) ფორმირებისას და მისი არასაკმარისი რაოდენობით მიღების შედეგად შეიძლება განვითარდეს მეგალობლასტური ანემია.
ფოლიუმის მჟავის ანალიზის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ავტორი: Mediaweb