🔍HOMA-IR (Homeostasis model assessment of insulin resistance) – ჰომა ინდექსი გამოიყენება ინსულინრეზისტენტობის შესაფასებლად.
🔬მისი საშუალებით დგინდება, რამდენად ეფექტურად ახორციელებს ინსულინი გლუკოზის ნორმალურ დონეზე შენარჩუნებას ორგანიზმში.
🧪ჰომა ინდექსის გამოსათვლელად ხდება გლუკოზისა და ინსულინის განსაზღვრა ვენურ სისხლში. ანალიზის ჩასატარებლად პაციენტი საჭიროა იყოს უზმოდ.
👉ინსულინრეზისტენტობასთან შესაძლოა დაკავშირებული იყოს შემდეგი სიმპტომები: 🔹მადის მომატება;
🔹გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება; 🔹გახშირებული შარდვა;
🔹თავის ტკივილი;
🔹ჰიპერტენზია (130/80 და მეტი).
👉რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება:
🔹ცხოვრების უმოძრაო წესი;
🔹სიმსუქნე (უფრო მეტად მუცლის არეში); 🔹ნახშირწყლებით მდიდარი დიეტა; 🔹დიაბეტის ოჯახური ისტორია;
🔹მწეველობა;
🔹ჰორმონული დარღვევები, მაგ. 🔹კუშინგის სინდრომი,
🔹პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი PCOS;
🔹მედიკამენტები (სტეროიდები, ანტიფსიქოზური საშუალებები); 🔹ძილის დარღვევები.
✅ინსულინრეზისტენტობა შესაძლოა, უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს, დროთა განმავლობაში კი გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, უშვილობა და ა.შ.

🔸დიდი დიღმის ფილიალი, რამაზის ქ. N28 – ღიაა 24/7!
🔸ვაკის ფილიალი , შროშის ქ. N14
ცხელი ხაზი 24/7 : ☎️ 2 23 04 04; 2 18 33 18; 2 22 47 77; 📞568 61 00 61