• D ვიტამინის დეფიციტი ორსულებსა და ბავშვებში

    22.07.2016

     
    რეალურად D ვიტამინი სრულებითაც არ არის ვიტამინი, არამედ იგი წარმოადგენს მძლავრ სტეროიდულ ჰორმონს, რომელიც არეგულირებს 500-ზე მეტი გენის მუშაობას და მონაწილეობს მრავალ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესში. ორსულ ქალებში D ვიტამინის დეფიციტი დაკავშირებულია ისეთ სერიოზულ გართულებებთან, როგორიცაა: პრეეკლამფსია, ნაადრევი მშობიარობა, საკეისრო კვეთა, სპონტანური აბორტი, დაბალი წონის ნაყოფის გაჩენა და გესტაციური დიაბეტის განვითარება. კიდევ უფრო საზიანო შეიძლება იყოს მისი დეფიციტი ნაყოფისთვის და ადრეული ასაკის ბავშვებისთვის. ბავშვებში D ვიტამინის დეფიციტი იწვევს რაქიტს, რაც ყველასთვის ცნობილია. თუმცა ბოლო პერიოდში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა მჭიდრო კავშირი ბავშვობაში D ვიტამინის დეფიციტსა და მოზარდობაში მრავალ მძიმე დაავადებას შორის, როგორიცაა, მაგ., შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, გაფანტული სკლეროზი, ბრონქული ასთმა, აუტიზმი, ალერგიები და სხვ.
     
    ამ პრობლემის შესახებ ვრცელ ინფორმაციას ექიმ ნათია ვაშაყმაძის მიერ მომზადებულ სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ.
     
    d_vitamini

    Posted in Uncategorized | Leave a comment

    მორიგი წარმატებული სტაჟირება “ვისტამედის” ლაბორატორიაში

    19.07.2016

     
    თეა ხუციშვილის ხელმძღვანელობით, სტუდენტების მეორე ნაკადმა წარმატებით გაიარა სტაჟირების მოკლე კურსი “ვისტამედის” ლაბორატორიაში.
    tea_khutsishvili_with_students

    Posted in Uncategorized | Leave a comment

    კარდიოექსპრესის ჟურნალი ექიმებისთვის – 2016 წლის ნომერი

    19.07.2016

     
    ჩვენი საიტის პუბლიკაციების განყოფილებაში, შეგიძლიათ იხილოთ “კარდიოექსპრესის” ჟურნალის ახალი გამოცემის ელექტრონული ვერსია.

    Posted in Uncategorized | Leave a comment

    პრეზენტაცია “ვისტამედში”

    20.06.2016

     
    დღეს, 20 ივნისს, „ვისტამედის“ ოფისში ექთან-ფლებოტომისტმა თამარ გრიგალაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: „სისხლძარღვები“.
     
    prezentacia_vistamedshi
     
    პრეზენტაციას ესწრებოდნენ როგორც „ვისტამედის“ ფლებოტომისტები, ასევე კლინიკური ლაბორატორიისა და ადმინისტრაციის თანამშრომლები. პრეზენტაციამ ჩაიარა ძალიან საინტერესოდ და გამოირჩეოდა მაღალი ინტერაქტიურობით. მადლობას ვუხდით თამარს საინტერესო შეხვედრისათვის!

    Posted in Uncategorized | Leave a comment

    პრაქტიკული სწავლება „ლაბორატორიულ მედიცინაში”

    09.06.2016

     
    სამედიცინო სერვის-ცენტრი “ვისტამედი” ატარებს მოკლევადიან ტრენინგს თემაზე: “ლაბორატორიული მედიცინის პრაქტიკულ საწყისები”. ტრენინგი უფასოა!
    აპლიკანტების შერჩევა მოხდება შემდეგ ეტაპებად:
    1) რეზიუმეების შერჩევა
    2) გასაუბრება
     
    13427992_1020789911290266_6042892184914100248_n
    ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ აპლიკანტებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი.
    მსურველებმა გამოაგზავნეთ CV ელ-მისამართზე: info@vistamedi.ge

    Posted in Uncategorized | Leave a comment
    Calendar JS/DOM by derletztekick.com