• მეცნიერები მუშაობენ სისხლის ახალ ანალიზზე, რომელიც გამოავლენს სხვადასხვა დაავადებას

    07.04.2016

     
    მეცნიერების გუნდმა, იერუსალიმის ჰიბრუს უნივერსიტეტიდან და ჰადასას სამედიცინო ცენტრიდან, 300 პაციენტს ჩაუტარა კლინიკური კვლევა. კვლევის მიზანი იყო შეექმნათ სისხლის ანალიზი, რომლის საშუალებითაც შეძლებდნენ ისეთი დაავადებების გამოვლენას საწყის სტადიაში, როგორიცაა დიაბეტი, გაფანტული სკლეროზი, პანკრეასის სიმსივნე, პანკრეატიტი და აგრეთვე თავის ტვინის დაზიანებები.
     
    მკვლევარებმა გამოიყენეს ორი მნიშვნელოვანი, ბიოლოგიური ასპექტი:
    პირველი – დაღუპული უჯრედებიდან გამოთავისუფლდება დნმ, რომელიც ერთვება სისხლის მიმოქცევის სისტემაში.
    მეორე – ყოველი უჯრედის დნმ-ს ახასიათებს ქიმიური მოდიფიკაცია – მეთილირება. დნმ-ს მეთილირების სურათით შეიძლება დაღუპული უჯრედის ტიპის იდენტიფიცირება.
     
    dna_methylation_article
     
    ამ ცნობების კომბინაციით, მკვლევარებმა შეძლეს სისხლში დნმ-ს მეთილირების იდენტიფიკაცია და შესაბამისად, დაზიანებული ქსოვილის განსაზღვრა.
    მაგალითად, გაფანტული სკლეროზის შემთხვევაში 19-დან 14 პაციენტში მოახდინეს თავის ტვინის უჯრედების – ოლიგოდენდროციტების დნმ-ის იდენტიფიკაცია.
     
    ავტორების განცხადებით, სანამ ანალიზი პრაქტიკაში დაინერგება, საჭიროა შემდგომი კვლევების ჩატარება პაციენტების უფრო დიდ რაოდენობაზე.
     
    სტატიაზე მუშაობდა: თინათინ ქაჩლიშვილი
     
    კვლევა გამოქვეყნდა 2016 წლის 14 მარტს ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში, წყარო: https://new.huji.ac.il/en/article/29796

    Posted in Uncategorized | Leave a comment

    პრაქტიკული სწავლება „ლაბორატორიულ მედიცინაში”

    07.04.2016

     
    „ვისტამედი“ აწარმოებს მსურველთა განაცხადების მიღებას
    „ლაბორატორიული მედიცინის“ პრაქტიკული და თეორიული უნარ-ჩვევების ცოდნის ასამაღლებლად.
     
    მსურველების შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:

    • CV -ის განხილვა
    • გასაუბრება

     
    სწავლება უფასოა, ცოდნისა და უნარ-ჩვევების წარმატებით ათვისების შემთხვევაში შევთავზებთ სამუშაოს.
    მსურველებმა გამოაგზავნეთ CV ელ.მისამართზე: info@vistamedi.ge
    სულ მიიღება ორი კანდიდატი.

    Posted in Uncategorized | Leave a comment

    სიახლე! აქტიური ვიტამინ B12-ის ანალიზი

    29.03.2016

     
    ვისტამედი გთავაზობთ კიდევ ერთ ახალ პროდუქტს – აქტიური ვიტამინ B12-ის ანალიზს. ინფორმაციას ამ ანალიზის შესახებ შეგიძლიათ ჩვენს გვერდზე გაეცნოთ.

    b12

    Posted in Uncategorized | Leave a comment

    წარმატებული გარე ხარისხის კონტროლი

    23.03.2016

     
    სამედიცინო სერვის ცენტრმა „ვისტამედმა“ წარმატებით გაიარა გარე ხარისხის მორიგი კონტროლი კლინიკურ ქიმიაში. ლაბორატორიული კვლევების ხარისხის შემოწმება განახორციელა გერმანული კომპანია Human-ის გარე ხარისხის კონტროლის სამსახურმა HumEQAS-მა. HumEQAS-ის მიერ მონიჭებული სერტიფიკატი შეგიძლიათ იხილოთ ამ გვერდზე.

    Posted in Uncategorized | Leave a comment

    სიახლე! საერთო IgE-ს ანალიზი

    23.03.2016

     
    „ვისტამედი“ გთავაზობთ ახალ ანალიზს – საერთო IgE-ს ტესტს. საერთო IgE-ს დონის მომატება ძირითადად ალერგიულ რეაქციებთან არის დაკავშირებული. ამ ტესტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ აქ იხილოთ.

    Posted in Uncategorized | Leave a comment
    Calendar JS/DOM by derletztekick.com