• წარმატებული გარე ხარისხის კონტროლი

    23.03.2016

     
    სამედიცინო სერვის ცენტრმა „ვისტამედმა“ წარმატებით გაიარა გარე ხარისხის მორიგი კონტროლი კლინიკურ ქიმიაში. ლაბორატორიული კვლევების ხარისხის შემოწმება განახორციელა გერმანული კომპანია Human-ის გარე ხარისხის კონტროლის სამსახურმა HumEQAS-მა. HumEQAS-ის მიერ მონიჭებული სერტიფიკატი შეგიძლიათ იხილოთ ამ გვერდზე.

    Posted in Uncategorized | Leave a comment

    სიახლე! საერთო IgE-ს ანალიზი

    23.03.2016

     
    „ვისტამედი“ გთავაზობთ ახალ ანალიზს – საერთო IgE-ს ტესტს. საერთო IgE-ს დონის მომატება ძირითადად ალერგიულ რეაქციებთან არის დაკავშირებული. ამ ტესტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ აქ იხილოთ.

    Posted in Uncategorized | Leave a comment

    გილოცავთ შობა-ახალ წელს!

    23.12.2015

     
    “ვისტამედი“ გილოცავთ შობა-ახალ წელს! გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს!
     
    Merry Christmas and happy new year! “Vistamedi” wishes you health and success!
     
    Вистамеди поздравляет с Рождеством и Новым годом! Желаем здоровья и успехов!
     
    vistamedi_newyear2016

    Posted in Uncategorized | Leave a comment

    სემინარი “ნიუ დენტში”

    3.12.2015

     
    ნიუ დენტის ორთოპედიულ ცენტრში, ჩატარდა ლექცია-სემინარი თემაზე – „მენეჯმენტის საფუძვლები“.
    ლექცია წაიკითხა „ვისტამედის“ დირექტორმა ლევან ჯიჯეიშვილმა.
    vistamedi_newdent
    სემინარს ესწრებოდნენ თბილისის წამყვანი სტომატოლოგიური კლინიკების ხელმძღვანელები და ექიმი სპეციალისტები.
    vistamedi_newdent_seminar_2
    სემინარმა საქმიან და საინტერესო ვითარებაში ჩაიარა, რისთვისაც
    დიდ მადლობას ვუხდით როგორც სემინარის ორგანიზატორებს, ასევე მონაწილეებს!

    Posted in Uncategorized | Leave a comment

    სიახლე! ფოლიუმის მჟავის ანალიზი

    17.11.2015

     
    “ვისტამედი” გთავაზობთ ახალ ანალიზს – ვიტამინ B9-ს ანუ ფოლიუმის მჟავის განსაზღვრას!
    ფოლიუმის მჟავა აუცილებელია დნმ-ის სინთეზისთვის. ორსულებს იგი ჩვეულებრივზე მეტი რაოდენობით სჭირდებათ – ფოლიუმის მჟავის ნაკლებობამ ნაყოფში ნერვული სისტემის დეფექტები შეიძლება გამოიწვიოს. ვიტამინი B9 ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) ფორმირებისას და მისი არასაკმარისი რაოდენობით მიღების შედეგად შეიძლება განვითარდეს მეგალობლასტური ანემია.
    ფოლიუმის მჟავის ანალიზის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

    Posted in Uncategorized | Leave a comment
    Calendar JS/DOM by derletztekick.com