შპს. „ვისტამედი“ 2008 წლიდან მოღვაწეობს მედიცინისა და ჯანმრთელობის დაცვის სექტორში. ორგანიზაციას ლაბორატორიული საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია – ჩვენთან კლინიკური ლაბორატორია 2009 წლიდან მოქმედებს.

 

„ვისტამედის“ ლაბორატორიაში წარმოებს საერთო კლინიკური, ბიოქიმიური, სეროლოგიური,  იმუნოფერმენტული და მოლეკულურ-დიაგნოსტიკური კვლევები. ამჟამად, ჩვენთან უკვე 140-ზე მეტი დასახელების ანალიზი კეთდება.

 

„ვისტამედი“ მუშაობს კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში, შესაბამისად, ჩვენი ლაბორატორიული სერვისი უწყვეტად არის ხელმისაწვდომი. თბილისში არსებული ორი ოფისის გარდა, „ვისტამედი“ პაციენტებს ასევე სთავაზობს ბინაზე გამოძახების სერვისსაც, რომელიც 24/7-ზეა ხელმისაწვდომი, უქმეების ჩათვლით.

 

„ვისტამედი“ მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს საქართველოში არსებულ სხვა სამედიცინო დაწესებულებებთან და შედეგად, ორგანიზაციას გააჩნია სხვადასხვა კვლევით პროექტებში მონაწილების გამოცდილება.

 

“ვისტამედში” მუდმივად ხორციელდება ლაბორატორიული კვლევების ხარისხის შემოწმება – ჩვენი კლინიკური ლაბორატორია ჩართულია გარე ხარისხის კონტროლის შეფასების საერთაშორისო სისტემებში.

მრავალი წელია, რაც ჩვენი გარე ხარისხის კონტროლს უზრუნველყოფს RfB  (Referenzinstitut für Bioanalytik) – გერმანიაში მოქმედი ბიოანალიზის რეფერალური ინსტიტუტი, რომლის ლაბორატორიებიც DakkS-ის (გერმანიის აკრედიტაციის ეროვნული ორგანო) მიერ არის აკრედიტირებული.

2014-წლის იანვრიდან, RfB-ის გარდა, ჩვენი ლაბორატორიული კვლევების შეფასება RIQAS-ის (Randox International Quality Assessment Scheme – “რანდოქსის” ხარისხის შეფასების საერთაშორისო სქემა) დახმარებითაც ხდება.

2016-წლიდან ზემოთხსენებულ პროგრამებს დაემატა HumEQAS-ის (HUMAN External Quality Assessment) გარე ხარისხის კონტროლის შეფასების პროგრამა.

როგორც RfB-ისგან, ასევე RIQAS-ისა და HumEQAS-ისგან, მონიჭებული გვაქვს  სხვადასხვა ლაბორატორიული ანალიზის სერტიფიკატები. 

 

2017 წელს „ვისტამედი“ ჩაერთო აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის (US CDC – Centers for Disease Control and Prevention) გარე ხარისხის კონტროლის პროგრამაში – “VITAL-EQA“, რომელშიც „ვისტამედი“ დღემდე აგრძელებს მონაწილეობის მიღებას.

 

„ვისტამედის“ გუნდი ორიენტირებულია უწყვეტ ზრდასა და განვითარებაზე. პერსონალს ჩატარებული აქვს ტრენინგი ბიოუსაფრთხოების შესახებ. ამასთან, ორგანიზაციაში ხშირად იმართება სხვადასხვა სახის სემინარები და ტრენინგები.

 

„ვისტამედის“ სპეციალისტებს ასევე გააჩნიათ საერთაშორისო კვლევით პროექტებში მონაწილეობის ინდივიდუალური გამოცდილება. ჩვენს ექიმ-ლაბორანტებს სხვადასხვა  კვლევით პროექტში აქვთ მონაწილეობა მიღებული, მათ შორის – WHO/EURO-ს, ამერიკის საერთაშორისო ჯანდაცვის კავშირის (AIHA) და აშშ განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ჩატარებულ საერთაშორისო რანდომიზებულ კვლევებსა და პროგრამებში.