?HOMA-IR (Homeostasis model assessment of insulin resistance) – ჰომა ინდექსი გამოიყენება ინსულინრეზისტენტობის შესაფასებლად.
?მისი საშუალებით დგინდება, რამდენად ეფექტურად ახორციელებს ინსულინი გლუკოზის ნორმალურ დონეზე შენარჩუნებას ორგანიზმში.
?ჰომა ინდექსის გამოსათვლელად ხდება გლუკოზისა და ინსულინის განსაზღვრა ვენურ სისხლში. ანალიზის ჩასატარებლად პაციენტი საჭიროა იყოს უზმოდ.
?ინსულინრეზისტენტობასთან შესაძლოა დაკავშირებული იყოს შემდეგი სიმპტომები: ?მადის მომატება;
?გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება; ?გახშირებული შარდვა;
?თავის ტკივილი;
?ჰიპერტენზია (130/80 და მეტი).
?რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება:
?ცხოვრების უმოძრაო წესი;
?სიმსუქნე (უფრო მეტად მუცლის არეში); ?ნახშირწყლებით მდიდარი დიეტა; ?დიაბეტის ოჯახური ისტორია;
?მწეველობა;
?ჰორმონული დარღვევები, მაგ. ?კუშინგის სინდრომი,
?პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი PCOS;
?მედიკამენტები (სტეროიდები, ანტიფსიქოზური საშუალებები); ?ძილის დარღვევები.
✅ინსულინრეზისტენტობა შესაძლოა, უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს, დროთა განმავლობაში კი გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, უშვილობა და ა.შ.

?დიდი დიღმის ფილიალი, რამაზის ქ. N28 – ღიაა 24/7!
?ვაკის ფილიალი , შროშის ქ. N14
ცხელი ხაზი 24/7 : ☎️ 2 23 04 04; 2 18 33 18; 2 22 47 77; ?568 61 00 61