🔹ჩვენი ანალიტიკოსის, თორნიკე ბათავანის, კვლევა (“Early and late detection of cancer in Georgia: Evidence from a population-based cancer registry, 2018–2019”) გამოქვეყნდა ცნობილ სამეცნიერო ჟურნალში – Elsevier-ის Cancer Epidemiology-ში: https://doi.org/10.1016/j.canep.2022.102216
✅კვლევის მიზანი იყო იმის შესწავლა, თუ რამდენად ადრეულ სტადიებზე ხდება საქართველოში კიბოს გამოვლენა. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში, კიბოს სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის დახმარებით, შესაძლებელია ავთვისებიანი სიმსივნეების მნიშვნელოვანი ნაწილის ადრეული გამოვლენა. მიუხედავად ამისა, ამჟამად ეს სიმსივნეები ხშირად მაინც მოგვიანებით სტადიებზე დიაგნოსტირდება.
✅მეორე მხრივ, შესაძლოა საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ჰიპერდიაგნოსტიკა ხდებოდეს (ჰიპერდიაგნოსტიკა იმ შემთხვევების დიაგნოსტირებას გულისხმობს, რომლებიც დაავადების სიმპტომებს ან ნაადრევ სიკვდილს არ გამოიწვევდნენ მაშინაც კი, თუ მკურნალობა არ ჩატარდებოდა). ეს საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას და შემდგომ კვლევებს საჭიროებს.
ჩვენი გუნდი ულოცავს თორნიკეს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს!